მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, დღეში სიკვდილიანობა არა 20, არამედ ერთი ან ორი იქნება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1626723935
COVID-19

„თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, დღეში სიკვდილიანობა არა 20, არამედ ერთი ან ორი იქნება“ - წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

„დიდ ბრიტანეთში კოვიდის საშუალო დღიური მაჩვენებელი 50 ათასია ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც იყო 2021 წლის ზამთარში, მესამე ტალღის დროს. მაშინ დღეში უკვდებოდათ 1000 ადამიანი, დღეს იგივე რაოდენობის ავადობის დროს სიკვდილიანობა 50-ს არ აღემატება.

ჩვენ თუ ავცრით 70%-ს ჩვენი მოსახლეობის, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დღიური შემთხვევების რაოდენობა იყოს 1500-2000-იც კი, მაგრამ სიკვდილიანობა იქნება არა 20 ადამიანი, არამედ 1 ან 2 ადამიანი დღეში.
ეს არის ვაქცინაციის ძალა“! - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „იოლი მდგომარეობა არ არის, თუმცა არც ისე უიმედო სიტუაციაა“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის