მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 780 ინფიცირება, 3 489 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 4780 ადამიანი ინფიცირდა და 3489 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1606460222
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 780  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 489 კი, გამოჯანმრთელდა. 

Stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 102 270 გამოჯანმრთელებულია.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. აქედან 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -2 724, აჭარაში-1 020, იმერეთში-1 219.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში-447, აჭარაში-154, იმერეთში-226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში-201, აჭარაში-49, იმერეთში-45.

3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1266-თბილისში, 2 039-აჭარაში, 278-იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-458, აჭარაში-1 034, ხოლო იმერეთში-35.

სულ 6 ოქტომბრიდან-26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 327 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 087 პირი, აჭარაში-14 450, იმერეთში-4 816

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

♻️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

♻️ გამყრელიძე: რეალურად, ყოველდღიურად კოვიდინფიცირების 10 000-მდე შემთხვევა გვაქვს

♻️ როგორ მოვიქცეთ, როცა გულის პრობლემებს COVID-19 ემატება?