მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

893 თბილისი, 136 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა
1621321305
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 685 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1562 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 332 441 -ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 490 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 312 349-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 893

⭕ აჭარა - 102

⭕ იმერეთი - 136

⭕ ქვემო ქართლი - 98

⭕ შიდა ქართლი - 52

⭕ გურია - 31

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123

⭕ კახეთი - 75

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 35

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 10

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 432, აჭარაში - 473, იმერეთში - 549.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 445, აჭარაში - 98, იმერეთში -160. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 7, იმერეთში - 16.

662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 359 - თბილისში, 267- აჭარაში. 10 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში