მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქვს თუ არა რაიმე სახის გავლენა ვაქცინას რეპროდუქციაზე? - ალექსანდრე გოგინავას განმარტება

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1621616955
COVID-19

აქვს თუ არა უარყოფითი გავლენა ვაქცინას რეპროდუქციაზე? - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„არანაირი სერიოზული სამეცნიერო კვლევა არ არსებობს იმაზე, რომ რომელიმე ვაქცინა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ ახდენს ადამიანის რეპროდუქციაზე უარყოფით გავლენას. არანაირი სერიოზული კვლევა და ასე ვთქვათ დასაბუთება არ არსებობს.

მოვუწოდებ ადამიანებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია გვიცავს, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებას ბევრი გართულება შეიძლება მოჰყვეს. ქალებსაც და კაცებსაც მოვუწოდებ, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია არ შეიცავს ისეთ საფრთხეს, როგორსაც შეიცავს დაავადების გადატანა“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ამავე თემაზე:

👓ქვეითდება თუ არა ვაქცინაციის დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

👓„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ვინც „ფაიზერით“ აიცრა, სპერმასთან პრობლემები არ აქვს“ - გიორგი ფხაკაძე