მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქვთ თუ არა უფრო მაღალი იმუნიტეტი კოვიდგადატანილებს? - კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1632332152
COVID-19

კოვიდის გადატანის შემდგომ, შესაძლოა, იყოს კარგი იმუნური დაცვა, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირება ლეტალობით არ დამთავრდა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის გარეშე ადამიანის დატოვებას „ბარბაროსულ“ გზას უწოდებს.

„კოვიდის გადატანის შემდგომ, შესაძლოა, იყოს კარგი იმუნური დაცვა და ამაში უცხო არაფერია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გადავურჩით ინფექციას. ამით იმის თქმა მინდა, რომ უშუალოდ კოვიდის პირისპირ დაცვის გარეშე ადამიანების დატოვება, არის სწორედ „ბარბაროსული“ გზა, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 10-11-ჯერ მეტი ვიდრე აცრილებში.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ უნდა ავიცრათ და ყველა ვირუსის გადატანის იმედად უნდა ვიყოთ, ეს არის სრული ნონსენსი და მსგავსი განცხადებების გაკეთება ბუნებრივია არავის არ შეშვენის, მით უმეტეს ექიმს, თუმცა კიდევ ერთხელ, შინაარსობრივად ჩვენ თუ ჩავწვდებით, ეს ობიექტური რეალობა ასეთია - აუცილებელია დაცვა ხელოვნური და ხელოვნურ დაცვას სწორედ ვაქცინაცია ჰქვია, იმიტომ რომ კოვიდი შეიძლება დაემართოს აცრილსაც, მაგრამ ალბათობა გარდაცვალების ან მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირებულია. არავინ ამბობს, რომ არ უნდა ავიცრათ და კოვიდი გადავიტანოთ, ეს სრული ნონსენსია“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“

👉 „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“

👉 მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, აღარ ვიცი, რა ვთქვა ხოლმე

👉 პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა სრულად აცრილისას მინიმუმ 68-ჯერ სჯობს!!!“ - იაგო ფრანგიშვილი