მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1622533514
COVID-19

ლაბორატორიულად სამხრეთ-აფრიკული შტამის 1 შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია დუბაიში. პირი სრულად განკურნებულია, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასული წლის სექტემბერში ეს შტამი B.1.351 იდენტიფიცირებულ იქნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, ასევე აშშ-ში“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კომენდანტის საათის“ დრო შემცირდა

👉 1233 ინფიცირება, 1002 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში