მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომენდანტის საათის“ დრო შემცირდა

კომენდანტის საათი საქართველოში

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით კოვიდინფიცირების გავრცელების გამო დაწესებული „კომენდანტის საათის“ დრო შემცირდა.

ღიბრაძის თქმით, კომენდანტის საათი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე:

„გადაადგილებაზე შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზებისთვის“, - განაცხადა ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 1233 ინფიცირება, 1002 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა