მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ არის მზად, მე ერთწუთიან ხაჭაპურს ვერ შევჭამ“ - ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ვაქცინებზე

ჯანდაცვის ექსპერტი
1609832036
COVID-19

ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი კორონავირუსის არცერთი ვაქცინა მასობრივი გამოყენებისთვის მზად არ არის, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნითაც დასტურდება. 

იგი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ არსებული ვაქცინები კარგი ხარისხისაა, თუმცა დაუსრულებლობის გამო მათ მიღებას არ აპირებს.

„გინდა Pfizer აიღე, გინდა Moderna და გინდა AstraZeneca, ყველა ეს ვაქცინა არის, როგორც ხაჭაპური, რომელშიც ყველა ინგრედიენტი არის საუკეთესო, ისევე როგორც ღუმელი, რომელშიც ის უნდა გამოცხვეს. თუმცა, მოხდა ის, რომ ეს ხაჭაპური შეაგდეს ღუმელში და ზუსტად ერთ წუთში გამოიღეს და გეუბნებიან ჭამეო.

განა ცუდია, მაგრამ არ აცალეს გამოცხობა. მე მაგალითად ერთწუთიან ხაჭაპურს ვერ შევჭამ. მე ვარ, ფაქტობრივად, მევაქცინე. ვაქცინებმა გადაგვარჩინა, მაგრამ არ არის ეს ვაქცინები მზად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ კარგია მისაღებად, არამედ თქვა, რომ ეს ვაქცინები კარგია საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსაყენებლად“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ, ვაქცინის შეძენამდე, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა შეიმუშავოს, რადგან 21-ე საუკუნეში ამის გარეშე პანდემიასთან ბრძოლა არაეფექტურია.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 232 079 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 222 787გამოჯანმრთელებულია, ხოლო 2 646 გარდაცვლილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჯანდაცვის ექსპერტი: ქვეყანა 6 კვირით სრულად უნდა დაიკეტოს

👉 ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან - ცერცვაძის განმარტება

👉 დიდ ბრიტანეთში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დაიწყეს