მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის ექსპერტი: ქვეყანა 6 კვირით სრულად უნდა დაიკეტოს

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge

ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში წერტილოვანი შეზღუდვები არაეფექტურია.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოში ვაქცინის გაზაფხულამდე მიღების პერსპექტივა არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ სრული „ლოქდაუნია“.

„ქვეყნების ნაადრევი გახსნა შესაძლოა სავალალო იყოს, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ იქცევა ეს ვირუსი. ვაქცინა ქვეყანაში ახლო მომავალში არ და ვერ შემოვა გარკვეული მიზეზების გამო. გვაქვს მხოლოდ ძირითადი საშუალება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ყველგან. მე წერტილოვანი შეზღუდვების თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია განახორციელო მხოლოდ მაშინ, როცა ვირუსის წერტილოვანი შეზღუდვა გაქვს და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენთან რომ 6 კვირა მაინც ყოფილიყო სრული ჩაკეტვა, შესაძლოა ახალი წელიც ყოფილიყო ადამიანური. ეს ჰგავს იმას 6 ფანჯრიდან 5 რომ დაკეტო და 1 ღია დატოვო, იქიდან ხომ მაინც შემოვა სიცივე. სწორედ ასეთია წერტილოვანი შეზღუდვების არსიც. ქვეყანა 6 კვირით სრულად უნდა დაიკეტოს, წერტილი. სხვა გზა არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში დარჩა მხოლოდ სრული „ლოქდაუნი“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ სატელევიზიო ინტერვიუში.

როგორც მან განმარტა, მთავრობამ ვაქცინაციის გეგმაზე უნდა იმუშაოს, რათა ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცების შემდეგ კორონავირუსზე მოსახლეობის აცრა დროულად დაიწყოს.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 180 441 და გარდაცვლილია 2 094 პაციენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ განცხადებას აკეთებს

👉 ამირან გამყრელიძე: გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ახალ ინფიცირებულებს თითქმის ორჯერ გადააჭარბა

👉 ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა