მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს

ჯონსონ ენდ ჯონსონის ვაქცინა
1614497822
COVID-19

აშშ-ის მთავრობამ Johnson & Johnson-ის COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

J&J-ის ვაქცინა არის მესამე დამტკიცებული ვაქცინა შეერთებულ შტატებში, Pfizer / BioNTech- ისა და Moderna- ს შემდეგ.

FDA–მ J&J ვაქცინა 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში გამოყენებისთვის სააგენტოს გარე ექსპერტთა ჯგუფის თანხმობის შემდეგ დაამტკიცა.

სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, J&J-ის ვაქცინა ერთჯერადად კეთდება და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი.

კვლევების მიხედვით, ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია რთული ფორმების შემთხვევაში, ხოლო დაავადების საშუალო სირთულის ფორმებში მან 66%-ით ეფექტიანობა აჩვენა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ვაქცინის დამტკიცების ფაქტს მიესალმება, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს, რადგან ახალი ვარიანტები მრავლდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და მოუწოდა ხალხს გააგრძელონ ხელების დაბანა, ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას“ - ცერცვაძე

„ექსპერტები ვვარაუდობთ, რომ არსებობს მესამე ტალღის საშიშროება“ - სერგო ჩიხლაძე

„რომელ ქვეყანაში დამზადებულ AstraZeneca-ს ვაქცინას გავიკეთებთ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ის სტანდარტს აკმაყოფილებს“ - კულუმბეგოვი