მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავადმყოფების გაწერას ვეღარ ვასწრებთ, როცა სხვები შემოჰყავთ“ - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე
1628686885
COVID-19

„ყოველთვის ჩემს სათქმელს ვამბობდი, მე და ჩემი კოლეგები სულ შეზღუდვების მომხრე ვიყავით. სისტემას უჭირს გაძლება არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების წინაშე. ჩვენ თუ კვირაში 30 ათასი გვქონდა ინფიცირებულთა მაქსიმუმი, ახლა ზრდის ტემპი კვირაში 6 ათასით არის გაზრდილი, ანუ გაწერას ვეღარ ვასწრებთ ავადმყოფების, როცა სხვები შემოჰყავთ“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი უნდა დაფიქრდეს, თუ რატომ ჭარბობს ინფიცირების მატება და როცა საერთო მტერია, ვირუსი გვიტევს, მას ერთად უნდა ვებრძოლოთ.

„პოლიტიკაში ვცდილობ მაქსიმალურად არ ჩავერიო, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე არ არის. როცა ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩაგვეკეტა ქვეყანა, 4-დან 7 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, მაგრამ როცა ვაქცინა ხელმისაწვდომია, იცლება მიდგომები და მთლიანი ჩაკეტვები საჭირო არ არის.

ხალხი მთავრობას აკრიტიკებს, ჯოხით რატომ არ დასდევს სულ ყველას და თავში რატომ არ ურტყამს ამ ჯოხს, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა დავიცვათ რაღაც?

და ამაში ყველა უნდა ერთიანი იყოს. ასე არ შეიძლება, ერთი გამოდიოდეს და მოუწოდებდეს, ხალხო, დაიცავით თავი და ერთმანეთი, აიცერით და მეორე გამოდიოდეს და მარტო ჩემს გინებასა და ჩემს წყევლაზე იყოს გადმოსული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„IRI-ის კვლევით გამოჩნდა, რომ ენმ-ის მხარდამჭერები მეტად ანტივაქსერები არიან, ვიდრე სხვები“ - პაატა იმნაძე

✅თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ შესაძლოა საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროება წარმოიშვას

✅„ეს ჯერ კიდევ არ არის ინფიცირების პიკი, ეს კარგა ხანს გაგრძელდება“ - ირმა კვიცარიძე