მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ შესაძლოა საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროება წარმოიშვას

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1628680248
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ეპიდვითარება გაუარესდება, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სასტუმროების მობილიზება.

მისი თქმით, ასევე საუბარია საველე ჰოსპიტლების გახსნის შესახებაც.

„მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, დატვირთული, მაგრამ არა ისეთი, რომ რომელიმე პაციენტს მიღებაზე უარი უთხრან. ანუ, ჯერჯერობით, ამისი მართვა ხერხდება.

თუმცა უნა აღინიშნოს, რომ თუ გაგრძელდება მომდევნო 7-8-10 დღის განმავლობაში იგივე ტენდენცია ეპიდემიის მატების რა თქმა უნდა, მოგვიწევს კიდევ დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზებაც და ასევე მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტილება, რაც ჩვენ აქამდე არასოდეს არ გამოგვიყენებია,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ეს ჯერ კიდევ ინფიცირების პიკი არ არის, ეს კარგა ხანს გაგრძელდება“ - ირმა კვიცარიძე

✔️„ახლა პიკს გავდივართ“ - ეკატერინე ტიკარაძე

✔️„დღეისათვის ჯანდაცვის სისტემას პაციენტის მიღების საშუალება არ გააჩნია“ - დევი ტაბიძე