მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვებში კორონავირუსის გავრცელება ფართო არაა“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1618395950
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის გავრცელება ფართო არაა.

მისი თქმით, ბავშვებს კორონავირუსის ინფექცია, ზრდასრულებთან შედარებით, ადვილად გადააქვთ.

„ბავშვები, როგორც იცით, ადვილად იტანენ ამ ყველაფერს. ამიტომ რომ გითხრათ, რომ ბავშვებში გავრცელება ძალიან ფართოა, არა. სკოლების წილი, რომლებშიც დაფიქსირდა შემთხვევები და გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, 10%-ს არ აღემატება.

ზოგადად მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიხუროს ყველაზე გვიან და გაიხსნას ყველაზე ადრე, ამიტომ ვცდილობთ, ხოლმე რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადავიდეს სკოლები დისტანციურ სწავლებაზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 291 214-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 278 683 და გარდაცვლილია 3901 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ახალი შტამების გამო იზრდება რეინფიცირების შემთხვევები“ - ამირან გამყრელიძე

👉 „ვფიქრობთ, ივლისიდან შესაძლებელი იქნება, მეტად ფართო ჯგუფების ვაქცინაცია“- თამარ გაბუნია

👉 ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5 დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან