მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინებით აცრილებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

„სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია უნდა მიეცეს“
1630658793
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ჩინური ვაქცინებით აცრილებისთვის ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ კორონავირუსული ინფექციის მძიმე მიმდინარეობისგან 100%-ით იცავს ადამიანს.

„საინტერესო სიახლე „სინოფარმი“/„სინოვაკით“ აცრილებისთვის!

ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები „სინოფარმი“/„სინოვაკის“ კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.

10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, „სინოვაკი“/„სინოფარმის“ გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.

100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!

70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!

59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ბავშვების ინფიცირება არ უნდა დავუშვათ“ - ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო გერმანიაში რეგულაციების კვლავ გამკაცრებას ითხოვენ

⭕ „არცერთ ქვეყანაში არ დაღუპულა ყოველდღიურად იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი კოვიდით, ვიდრე ბუნებრივი სიკვდილიანობაა“ - იაგო ფრანგიშვილი

⭕ არიან თუ არა დაზღვეული ორსულები, რომლებიც აიცრნენ? - ამირან გამყრელიძის განმარტება