მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა

აცრა
1617693712
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 6 აპრილის მონაცემებით 284 958-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 275 220 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ია.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ჩინური ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია“- ლი იენი

✔️132 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

✔️„წელსაც მოგვიწევს აღდგომა მოკრძალებულად აღვნიშნოთ“ - ტიკარაძე