მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩინური ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია“- ლი იენი

ლი იენი
1617607765
COVID-19

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა.

ის აღნიშნავს, რომ ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო იარაღია და მომავალშიც მზადაა ჩინური მხარე გააგრძელოს საქართველოს თანადგომა.

„მოხარული ვარ რომ დღეს ჩინური ვაქცინის პრეზენტაციას ვესწრები. COVID 19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო ამ სირთულეების დროს მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს.

პრევენციისა და კონტროლის გამოცდილების გაზიარებით, მატერიალური დახმარების გაწევით და სხვა ფორმებით ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ვახორციელებთ, როგორც იტყვიან მეგობარი გასაჭირში იცნობაო.

ვაქცინების მიმართ მოთხოვნა როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინურმა მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა.

პრეზიდენტ სიძინ ფინის მნიშვნელოვანი განცხადებით, ვაქცინა გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტი უნდა იყოს. ჩინეთი პრაქტიკული ქმედებებით ცდილობს ამის სისრულეში მოყვანას.

ჩინური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინურ - ქართულ ურთიერთობებს. დღევანდელი ღონისძიება ეპიდემიის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი ყოველთვის მსოფლიოში ვაქცინის კვლევის განვითარებისა და წარმოების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. ჩინური ვაქცინების ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ამჯერად ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა რომელიც ტრადიციული, სანდო მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა.

შემდეგ ეტაპზეც ჩინური მხარე მზადაა გააგრძელოს საქართველოს თანადგომა“- განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ლი იენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სინოფარმის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ქვეყანა ჩინეთის მთავრობისგან, ასევე, ელოდება „სინოვაკის“ ვაქციანას, მას ქვეყანა უსასყიდლოდ მიიღებს.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.

საქართველოში 5 აპრილის მდგომარეობით კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 284 061-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3822 პაციენტი, ხოლო 275 024 გამოჯანმრთელდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ამირან გამყრელიძე: ჩინეთი საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს

✅იგეგმება თუ არა დამატებითი შეზღუდვები? - ტიკარაძის განმარტება