მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 2792 ადამიანი აიცრა

აცრა
1624520481
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2792-მა ადამიანმა გაიკეთა.

24 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 245 380 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 88 754 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 861 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 361484-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5228 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 347653 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,15%, ბოლო 14 დღის - 2,43%, ბოლო 7 დღის - 2,45%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვინც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყო ჩაწერილი, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა“- ამირან გამყელიძე

✅„სადაც არ უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პირბადე“ - ბიძინა კულუმბეგოვი

✅„ვაქცინები ჯადოქრობა არ არის, ამ პანდემიიდან გასასვლელი გზა კიდევ რჩება“- The Guardian