მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყო ჩაწერილი, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა“- ამირან გამყელიძე

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს
1624357911
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა, ვაქცინაცია ვერ მოხერხდა, შესაძლოა, ალტერნატიული ვაქცინები: „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შესთავაზონ.

„რადგან გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით შემოდის ეს ვაქცინები, ჩვენ ვმუშაობთ იუნისეფთან, რომ დაგვიზუსტონ, როდის იქნება მოწოდებული 43 000 ათასი ვაქცინა და ამის მიხედვით დავგეგმავთ.

მაგრამ შეიძლება იყოს ალტერნატივა - პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ, თუ დათანხმდებიან, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა.

ხაზს ვუსვამ, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრა აქვს 10-დან 12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, იმიტომ, რომ „ასტრაზენეკას“ დაახლოებით, 1 600-მდე დოზა ჩვენს ქსელში გვაქვს და ყველა მათგანი აიცრება.

ვისაც ჰქონდა ჯავშანი პირველი აცრიდან 4-დან 10-კვირამდე, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ამ უხერხულობისთვის და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, როგორც კი გვექნება დადასტურება, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილია და დღესაც ეს საბჭოზე განხილული იყო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების და ამის დასტური მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციებიდან, იქნება სულ მცირე მილიონი დოზა.

„ქვეყანა თანდათან ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც, რომ ჩვენს სამიზნე რაოდენობაზე გავიდეთ. ყველა რესურსი იქნება მობილიზებული. ქვეყანაში დღეს მუშაობს 280-მდე ამცრელი ბრიგადა და დასრულებულია უკვე მუშაობა ე.წ. დიდი სივრცეების ლოჯისტიკასთან დაკავშირებით და იქნება მისი განხილვა, ასევე, შერჩეულია გარკვეული ადგილები, სადაც ეს დიდი სივრცეში შეიძლება განთავსდეს და გამტარუნარიანობა აცრების იქნეს შესაბამისად უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათი“ პირველი ივლისიდან უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2 კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ქვეყანაში დაიწყება ინტენსიური ვაქცინაციის პროცესი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“ - ამირან გამყრელიძე

✅ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას 2 კვირაში მიიღებს

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3847 ადამიანი აიცრა