მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 848 ადამიანი აიცრა

აცრა
1621412077
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 848 ადამიანმა გაიკეთა.

19 მაისის მონაცემებით, ჯამურად 97 153 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 15 513 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1302 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 333601-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 313651 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 4,11%, ბოლო 14 დღის - 4,58%, ბოლო 7 დღის - 3,81%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅რამდენად ეფექტურია სინოვაკის ვაქცინა? - თამარ გაბუნიას განმარტება

✅„სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირას დაიწყება