მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირას დაიწყება

სინოვაკი
1621337668
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, „სინოვაკით“ ვაქცინაციის თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააჟღერებს.

„სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება. თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააჟღერებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს უკვე გამოქვეყნებულია.

ვფიქრობ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნეს მოცული და მოსახლეობას ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა ჰქონდეს, „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო.

გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 ათასი დოზა მიიღო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

👉 893 თბილისი, 136 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 „ფაიზერმა ვაქცინაციის პროცესი გადაარჩინა“ - თამარ გაბუნია