მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოლო 7 კვირის განმავლობაში კოვიდინფიცირების შემთხვევები ელვის სისწრაფით იზრდება“ - გებრეიესუსი

ტედროს ადამოს გებრეიესუსი ტრამპის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ტრამპს პასუხობს.
1618248030
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიო მასშტაბით ბოლო 7 კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ელვის სისწრაფით გაიზარდა.

გებრეიესუსის თქმით, დროის ამ პერიოდში ასევე გაზრდილია ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ინფექციების რიცხვი ზედიზედ შვიდი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, ასევე გაზრდილია ვირუსით დაღუპულთა რაოდენობაც“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის უკიდურესად არათანაბარი კონკურენციაა ვაქცინების გადანაწილების კუთხით.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 136 მლნ-ს აღწევს.

ამავე თემაზე:

✔️ „ვაქცინა იმედის წყაროა, მომავალ თვეში ველით, რომ „კოვაქსი“ მიწოდებას დაიწყებს“ - გებრეიესუსი