მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩინური ვაქცინები არის უფრო უსაფრთხო, ვიდრე სხვა ვაქცინები“ - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1619891248
COVID-19

„ჯანმოს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიერთები ამის ჰიპერბოლიზაციას ახდენენ, რომ ჯანმოს აღიარების გარეშე არ გაიკეთებენ, მაგრამ ვნახოთ ახლა, რომელი ქვეყანა დარჩა მოგებული?“ - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ჯანმოს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიერთები ამის ჰიპერბოლიზაციას ახდენენ, რომ ჯანმოს აღიარების გარეშე არ გაიკეთებენ, მაგრამ ვნახოთ ახლა, რომელი ქვეყანა დარჩა მოგებული? ჩვენ, ვინც პატივი ვეცით მოსახლეობის შეკვეთას და მათ სურვილს და არ გავუშვით მოხმარებაში „სინოფარმი“ - ჩვენ შეგვეძლო, 2-3 თვის წინ გვექნა, მაგრამ მოსახლეობის მოთხოვნით ეს არ გაკეთდა.

ჩვენ ველოდებოდით საერთაშორისო აღიარებას. 47 ქვეყანა არ დაელოდა საერთაშორისო აღიარებას და მათ მესამედზე ან უფრო მეტად შეამცირეს ახალი შემთხვევებიდან სიკვდილიანობის შემთხვევები. ვინ დარჩა მოგებული?! თან ჩინური ვაქცინები არის უფრო უსაფრთხო, ვიდრე სხვა ვაქცინები,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, „სინოფარმს“ მოიხმარს 47 ქვეყანა და ის მაინც წავა მოხმარებაში.

შეგახსენებთ, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ავტორიზაციის საკითხს ჯანმო მომდევნო კვირის ბოლოს გადაწყვეტს

„სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილს დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა დაახლოებით 79%-ია.

👉 მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები „სინოფარმით“ აიცრნენ

👉 ინდონეზიამ „სინოფარმის“ ვაქცინა დაამტკიცა