მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ყოველი 50-ე მოქალაქე ინფიცირებულია, დრამატული სიტუაციაა“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
1628842792
COVID-19

„დღეს ჩვენი ყოველი 50-ე მოქალაქე არის ინფიცირებული, შესადარებლად ეს არის ხუთჯერ უფრო მძიმე სიტუაცია რაც იყო ინდოეთში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ვებინარზე მედიასთან საუბარში განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებით ინფიცირების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა.

იმნაძე ამბობს, რომ არსებულ ეპიდვითარებას ჯერ კიდევ უძლებს ჯანდაცვის სისტემა, თუმცა ყველანაირი რესურსი ამოწურვადია და საუბარია მედპერსონალის ადამიანურ რესურსზე.

„სიტუაცია ძალიან დრამატულია. დღეს ჩვენ გვაქვს ინფიცირების მაჩვენებლის აბსოლუტური რეკორდული მაჩვენებელი. დღეს ჩვენი ყოველი მე-50- და მე-60 მოქალაქე არის ინფიცირებული, შესადარებლად ეს არის 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაცია, რაც ინდოეთში იყო. ინდოეთის კადრები ყველას კარგად გვახსოვს.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს. არ ეყოფა არავითარი რესურსი, პირველ რიგში, ადამიანურ რესურსზე ვლაპარაკობ. ჩემი კოლეგები ათენებენ და აღამებენ საავადმყოფოში, მათი რესურსი ამოწურვადია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ დაცვის საშუალება, როგორიც არის ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების დაცვა“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

ამავე თემაზე:

👉 ჯანმოს დირექტორი ყველა მთავრობას მოუწოდებს, პანდემიის წარმოშობის მიზეზების დადგენის დაჩქარების მიზნით ითანამშრომლონ

👉 5359 ინფიცირება, 2726 გამოჯანმრთელება, 42 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 206 მლნ ინფიცირებული - უახლესი გლობალური სტატისტიკა