მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში „სინოვაკიც“ ხელმისაწვდომი იქნება“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1620896839
COVID-19

„დიდი ალბათობით, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება. უახლოეს ხანში ველოდებით, რომ „სინოვაკიც“ მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის საკმაოდ კარგი შეფასება აქვს „სინოვაკსაც“. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში ისიც ხელმისაწვდომი იქნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სინოვაკით“ უკვე აცრილია 100 მილიონზე მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში.

„ესეც არის ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში.

„სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გაკეთება, 14-დან 28 დღემდე შეიძლება გამოყენება. სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები გამოიყენება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია 13084 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ივანე ჩხაიძე: „სინოვაკი“ კომფორტული ვაქცინაა

რა ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„ვაქცინაციის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტივობა“ - თენგიზ ცერცვაძე