მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაიწყო ე.წ. კლასტერული გავრცელება, შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1617525977
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება.

„დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში.

ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში.

შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,“- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარება საყურადღებოა კასპის რეგიონის სოფლებში: იგოეთი, სამთავისი და ქვემო ჭალა.

აღნიშნულ სოფლებში სპეციალური საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი და მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი.

მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება ასევე მიმდინარეობს ოზურგეთში.

აგრეთვე დაინტერესდებით:

კორონავირუსის შემთხვევების გამო „აჭარა ტექსტილი“ დროებით დაიხურა

მოსწავლეებში 0.03%, მასწავლებლებში 0.1% - კოვიდსტატისტიკა საქართველოს სკოლებში