მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასაშვებია კორონავირუსის მე-5 და მე-6 ტალღაც იყოს“ - გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1631009406
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დასაშვებია, რომ კორონავირუსის მე-5 და შემდგომ მე-6 ტალღაც იყოს, რადგან ეს რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანა შედარებით იოლად გადაიტანს ვირუსის მე-5 ტალღას, თუ კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნება.

გამყრელიძე ამბობს, რომ ამისთვის მთავარია იმუნიზაციის პროცესი აქტიურად წარიმართოს და ასევე, გაიზარდოს პირბადის ტარების მაჩვენებელი.

„დასაშვებია, რომ იყოს მე-5 და შემდგომ მე-6 ტალღებიც. მოგეხსენებათ, რომ ვირუსულ ინფექციებს ციკლური მიმდინარეობა აქვს და ეს სავსებით დასაშვებია, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში რესპირაციული ვირუსების სეზონი იწყება, როდესაც აქტივირდება სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი.

თვითონ კორონავირუსიც რესპირაციული ვირუსია. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ქუჩაში როცა ვართ, მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ გავიკეთოთ პირბადე. ეს არის ყველაზე დიდი დამცველი საშუალება. პირბადის ტარების მაჩვენებელი ავიყვანოთ როგორმე 95%-მდე.

თუ ყველა ჩვენგანი ატარებს პირბადეს და 95%-ზე ავა, ჩვენ დეკემბრისთვის დავზოგავთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. წარმოიდგინეთ როგორი ციფრია. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე.

ამიტომ მე-5 ტალღისთვის ქვეყანაში შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი. ამისთვის მთავარია 2 რამე - იყოს კუმულაციური იმუნიტეტი და ვატაროთ პირბადე“, - აცხადებს გამყრელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ 5000-ს მიაღწია“ - თამარ გაბუნია

🔴 სპორტული ღონისძიებების მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილნი, ან უნდა ჰქონდეთ უარყოფითი PCR ტესტის პასუხი

🔴 „ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს“ - ეკატერინე ტიკარაძე

🔴 ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება