მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ 5000-ს მიაღწია“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1631008235
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 2020 წელთან შედარებით ორსულების ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი.

მისი თქმით, ზრდის ტემპი დელტა შტამის გავრცელებას უკავშირდება.

„ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო ძალიან სწრაფი. გასულ წელს ორსულებში გვქონდა ინფიცირების 1300 შემთხვევა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ მიაღწია 5000-ს.

ერთდროულად, ერთ პერიოდში 40-დან 50-მდე ორსულია ინფიცირებული. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი გვქონდა 0,3%, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით მცირეა, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მძიმეა ორსულის ან ახალშობილის გარდაცვალება, რისი შემთხვევებიც გვქონდა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ორსულების ვაქცინაცია ჯერჯერობით მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით არის დაშვებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს“ - ეკატერინე ტიკარაძე

⭕ „ხალხი მითიური მიზეზებით ყოყმანობს აცრაზე, დაჩიპვიდან დაწყებული, უნაყოფობით დასრულებული“ - აკაკი ზოიძე

⭕ „ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა“ - ტიკარაძე კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალებაზე