მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დელტა შტამი“ ძალიან აგრესიულად მიდის ახალგაზრდა მამაკაცებში“ - ლია გოლიაძე

მოხრდილთა ინფექციური დეპარტამენტის უფროსი
1626888320
COVID-19

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს მოზრდილთა ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის უფროსის ლია გოლიაძის განცხადებით, ე.წ. ინდური შტამი ახალგაზრდა მამაკაცებში ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა ინფიცირების პირველივე დღეებში მძიმდება.

„უხანის შტამის დროს რომ სადღაც მე-8, მე-9 დღიდან იწყებოდა დამძიმება, ვუყურებთ, რომ ინდური შტამის შემთხვევაში უკვე დაავადების პირველივე დღეებიდან არის საკმაოდ მაღალი ხარისხის სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის დიდი დაზიანებები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან აგრესიულად მიდის ახალგაზრდა მამაკაცებში“, - აღნიშნა ლია გოლიაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციონისტების განმარტებით, კორონავირუსის დელტა იგივე ინდური შტამი საქართველოში დომინანტი ხდება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აშშ-ში კოვიდვაქცინით აცრა დაშვებულია 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში“ - გიორგი ფხაკაძე

👉 ზაზა წერეთელი: „დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

👉 „არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს“ - გებრეისუსი