მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს“ - გებრეისუსი

ჯანმოს ხელმძღვანელი
1626863199
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, გამორიცხული არ არის რომ კორონავირუსის ახალი და უფრო საშიში შტამის გამოჩნდეს.

როგორც ის აღნიშნავს, რაც მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი ვარიანტი ჩნდება და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ასეთი ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინებმა ვერ იმუშაოს.

„რაც უფრო ფართოდ ვრცელდება ვირუსი, მით მეტი ვარიანტი ჩნდება და არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს. რაც მეტი ვარიანტი ჩნდება, მით უფრო იმატებს შანსი, რომ ერთ-ერთმა შტამმა შეძლოს ვაქცინების დაცვის გარღვევა და ჩვენ ისევ დავბრუნდებით პანდემიის დასაწყისში.

წამყვანი ქვეყნები თუ მოინდომებენ, პანდემიის გაკონტროლებას რამდენიმე თვეში შეძლებენ. ამისთვის აუცილებელია ვაქცინების გაზიარება და აცრების წარმოების ხელშეწყობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

გებრეისუსი მიიჩნევს, რომ პანდემიის დაძლევა შესაძლებელი იქნება, თუ მომავალი წლის შუა პერიოდისთვის პლანეტის მოსახლეობის 70 % აცრილი იქნება.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ფაიზერის“ დოზები ძალიან მალე შემოვა“ - ამირან გამყრელიძე

✅როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?