მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეისთვის, ჰოსპიტალში COVID 19-ით ინფიცირებული 300-მდე ბავშვია მოთავსებული“ - ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1626362418
COVID-19

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 300-მდე ბავშვია მოთავსებული.

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, მშობლებს მართებთ მაქსიმალური ყურადღება პატარების მიმართ, რადგან დღეისათვის როგორც უფროსებში, ასევე, ბავშვებშიც ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა.

„დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში მოთავსებულია 300-მდე ბავშვი. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური საწოლის გარეშე.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღების მიქცევა იმ ღონისძიებებში ბავშვების ჩართულობისგან, რომლებზეც შეიძლება მოხდეს ბავშვის ინფიცირება და დღესდღეობით კვლავ რჩება მნიშვნელოვანი სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება, რათა ბავშვები კოვიდისგან დავიცვათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის კოვიდინფიცირების 1663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 769 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 381 336-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 492 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 361 327 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,68%, ბოლო 14 დღის - 4,1%, ბოლო 7 დღის - 4,46%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

✅გახდება თუ არა სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია? - გაბუნიას განმარტება

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 228 ადამიანი აიცრა