მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მწარმოებელი მზად არის, რომ ჩვენთან მოლაპარაკებაში ჩაერთოს

ჯანდაცვის მინისტრი
1619615956
COVID-19

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ თითოეული ვაქცინა ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციითა და უსაფრთხოების გარანტიით ხვდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მწარმოებელთან, ვაქცინების მოწოდების შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამ კუთხით რაიმე სახის შეფერხება მოსალოდნელი არ არის.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ მჭიდრო პარტნიორები ევროპული ოჯახის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და თითოეული ვაქცინა ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება მას შემდეგ, რაც მათთან ნაწარმოები სწორი კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენ უსაფრთხოებაზე მიღებული გვაქვს გარკვეული გარანტიები.

დღეს ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მწარმოებელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ უარს აცხადებდა საქართველოსთან მოლაპარაკებაზე. დღეს ისიც მზად არის, რომ ჩვენთან პირდაპირ მოლაპარაკებაში შემოვიდეს. ასევე, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს „მოდერნასთან“ დაკავშირებით.

რაოდენობებსა და თარიღებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. თითოეული ეს მოლაპარაკება გულისხმობს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, ამიტომ მე მეტ დეტალზე ამ ტრიბუნიდან ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხიანი ვაქცინების უსაფრთხო მოწოდება ჩვენს მოქალაქეებს შემდეგ პერიოდში ექნებათ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌პაატა იმნაძე: ანაფილაქსიური რეაქციის რისკი, ყველაზე ნაკლებად „სინოფარმს“ აქვს