მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ანაფილაქსიური რეაქციის რისკი, ყველაზე ნაკლებად „სინოფარმს“ აქვს

პაატა იმნაძე
1619613747
COVID-19

„სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს მის ეფექტიანობას 79%-დან“,- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჩინური ვაქცინის შესახებ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

პაატა იმნაძის განმარტებით, ჩინური ვაქცინა მზადდება ტრადიციული ტექნოლოგიით, რაც მის შედარებით უსაფრთხოებას განაპირობებს. მისივე თქმით, ვაქცინის ეფექტიანობა ბევრი საერთაშორისო კვლევის მიხედვით დასტურდება.

„ჩინური ვაქცინა არის ყველაზე გამოცდილი მეთოდით დამზადებული. ტექნოლოგია ასეთია: გაზარდე ვირუსი, მოკალი ეს ვირუსი, შეუნარჩუნე მას ის ცილები, რომლის წინააღმდეგაც ორგანიზმმა უნდა შეიმუშაოს იმუნიტეტი და ეს არის უკვე ვაქცინა, ეს არის ტრადიციული მეთოდი. გრიპის ვაქცინები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები სწორედ ამ ტექნოლოგიით მზადდება.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს მის ეფექტიანობას 79%-დან, აქ იგულისხმება სიმპტომური დაავადება. ჰოსპიტალიზაციისაგან, მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან დაცვა არის თითქმის 100%-იანი. „სინოფარმს“ ამ კუთხით თითქმის იგივე დაცვა აქვს, როგორიც, მაგალითად, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“.

ჩვენ გვაქვს ჩვენი სერბი კოლეგების ინფორმაცია, რომლებსაც 4 ვაქცინა ჰქონდათ: „ფაიზერი„, „ასტრაზენეკა“, რუსული „სპუტნიკი“ და ჩინური ვაქცინა, რომელთაგან ყველაზე ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს სინოფარმს. ყველაზე მძიმე რეაქცია, რაც შეიძლება ვაქცინაციამ გამოიწვიოს, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია და ჩვენი სერბი კოლეგების ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები აქვს სწორედ „სინოფარმს“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე განმარტა, რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ვაქცინის გაკეთება.

„იმ შემთხვევაში თუ, ვაქცინის წინა დოზაზე დაფიქსირდა მძიმე ალერგიული რეაქცია, ან ადამიანს აქვს არაკონტროლირებადი ეპილეფსია, ან სხვა მძიმე პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც არ ემორჩილება მკურნალობას, ამ შემთხვევაში, წინააღმდეგ ჩვენებაა“,- აღნიშნა იმნაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌„მილიონობით ადამიანია, რომელმაც ჩინური ვაქცინა მიიღო და დასტურდება, რომ უსაფრთხოა“ - ხათუნა ზახაშვილი