მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ვაქცინები საქართველოში შესაძლოა, მარტში შემოვიდეს

ჯანდაცვის მინისტრის ფოტო
1608377591
COVID-19

„დღეს ბაზარი, რომელიც ვაქცინის მოწოდებას გვპირდება, ძალიან ცვალებადია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ მარტის ბოლოდან შესაძლოა, ქვეყანაში ვაქცინები გამოჩნდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს კოვიდ 19-ის ვაქცინის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული განსაზღვრული ვაქცინა ჯერ არ არის. ტიკარაძე ამბობს, რომ ამ კუთხით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ იმისათვის, რომ ნებისმიერი სირთულის ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა.

ამასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. შესაბამისად, ქვეყანა მზად იქნება ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღესდღეობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც ჩვენ ვაქცინის მოწოდებას გვპირდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 206 907-ს შეადგენს, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია 175 842, ხოლო 2055 პირი გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

პანდემიის გლობალური სტატისტიკა