მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა

ეკატერინე ტიკარაძე
1619603390
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კანონმდებლები პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება კოვიდ 19-ის მართვის სტრატეგიაზე, ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე გაამახვილა.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის დასასრული და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება მოსახლეობის აქტიური იმუნიზაციაა.

„მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს შემიძლია დანამდვილებით განვაცხადო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიის სირთულეებს.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავების პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მესამე ტალღა ბევრად საფრთხილო და საყურადღებოა, რამდენადაც ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის განსხვავებულ შტამებთან და განსხვავებულ გამოწვევებთან. სწორედ ამიტომ, მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და საზოგადოებას მოვუწოდო მეტი სიფრთხილისკენ. მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, აქტიურად გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და რაც მთავარია, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ვაქცინა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი მონაპოვარი და მასზე ჩვენმა საზოგადოებამ დეზინფორმაციის გამო, უარი არ უნდა თქვას. ვაქცინაცია ჩვენი უფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა. მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება ,“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.

ინფორმაციისთვის, ჯანმო „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 29 აპრილს მიიღებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 307401 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 288816 პირი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სინოფარმის ვაქცინა ყველაზე ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს“- ივანე ჩხაიძე

✅ინური ვაქცინით 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო