მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმის ვაქცინა ყველაზე ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს“- ივანე ჩხაიძე

იაშვილის კლინიკის დირექტორი
1619601157
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ჩინურ ვაქცინას ისეთივე დაცვა აქვს, როგორც AstraZeneca-სა და Pfizer-ს.

ივანე ჩხაიძეს თქმით, როგორც მწარმოებლის მიერ ჩვენთვის ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაცით, ისე სხვადასხვა წყაროების მიხედვით, „სინოფარმის“ ვაქცინას გვერდითი მოვლენები არ სცილდება ლოკალურ და საშუალო სიმძიმის გვერდით მოვლენებს.

„ლოკალური მოვლენაა მტკივნეულობა ვაქცინის შეყვანის ადგილას, შეშუპება, შეწითლება. შესაძლებელია, ასევე, ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი. აბსოლუტურად ყველა ვაქცინას აქვს ანალოგიური გვერდითი მოვლენები.

500 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევით, „სინოფარმის“ ვაქცინის შემთხვევაში არ გამოვლენილა ანაფილაქსიური რეაქცია ან რამე სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენა. შესაბამისად, გვერდითი მოვლენების მიხედვით, ეს ვაქცინა გამოირჩევა AstraZeneca-სა და Pfizer-ისგან. ყველაზე ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

„თუ „სინოფარმს“ შევადარებთ Pfizer-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებს, მათი ეფექტურობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 70%-ზე მეტ ეფექტურობას თვლის კარგ მაჩვენებლად. სამივე მათგანის ეფექტურობა 70%-ს აღემატება. სამივე ვაქცინა, როგორც Pfizer, ისე AstraZeneca და „სინოფარმი“ 100%-ით იცავს მძიმე შემთხვევებისგან“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის ჯანმო „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 29 აპრილს მიიღებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 307401 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 288816 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,63%.

იხილეთ აგრეთვე:

✅ირაკლი ღარიბაშვილი: Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ

✅თბილისში ჩინურ ვაქცინაზე აცრის მსურველთა ადგილები სრულად შეივსო

✅ჩინური ვაქცინით 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო