COVID-19

„ვაქცინის მიწოდების პროცესის შეფერხების გამო მომწოდებელი მხარე ძალიან წუხს“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1614367840
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყნის წინაშე დგას ახალი პრიორიტეტები, ეს არის ვაქცინაცია და ვაქცინაციის გზით პანდემიის დამარცხება.  

როგორც ტიკარაძემ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამ კუთხითაც არის ძალიან დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევების წინაშე მხოლოდ საქართველო არ დგას.

მისივე თქმით, ეს გლობალური გამოწვევაა.

ვინაიდან როგორც ვირუსი იყო ახალი, ასევე ვირუსისთვის დამზადებული ვაქცინების უმრავლესობა წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინას, რომლებიც სისტემის მნიშვნელოვან გადაწყობას საჭიროებენ.

ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში დღეს არის ვაქცინების საკმაოდ დიდი დეფიციტი, რის შედეგადაც სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის დაწყებული, თუმცა ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული და გასული წლის ზაფხულის შემდეგ ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები.

გაერთიანებული ვართ ყველა შესაძლო პლატფორმაზე, რომლითაც შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ პრიორიტეტულ ვაქცინებად სამინისტროს Pfizer-ი და AstraZeneca აქვს არჩეული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შემოვიტანოთ ისეთი ვაქცინა, რომლის ვაქცინაციის შედეგადაც ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაქსიმალურად დაცულები ყველა შესაძლო გართულებისგან. მომწოდებელი მხარეც ძალიან წუხს იმის გამო, რომ ვაქცინის მიწოდების პროცესი შეფერხდა. ისინიც არიან საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ, ვინაიდან მხოლოდ ვაქცინის მიწოდება მხოლოდ საქართველოსთვის არ გადადებულა“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ბევრი სირთული მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემამ არსებულ გამოწვევებს სრულად უპასუხა“ - ტიკარაძე

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.