მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: დღეში უნდა ჩატარდეს 15-17 ათასი აცრა

თამარ გაბუნია
1622625690
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, იმისათვის რომ ქვეყანაში ვაქცინირებულთა 60 %-ს მივაღწიოთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეში დაახლოებით 15-17 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, მასიური ვაქცინაცია დაგეგმილია ზაფხულის ბოლოდან.

„ადამიანები, ვინც იკეთებენ ვაქცინას დაახლოებით პირველი აცრის შემდეგ 60-70 %-ით არიან დაცული ინფიცირებისგან და უფრო მეტად მძიმე ფორმებისგან.

ის რომ ჩვენ პირველი აცრის შემდეგ გვექნება ინფიცირების შემთხვევები, არ უნდა გაგვიკვირდეს თუნდაც მეორე აცრის შემდეგ. ეს არ მეტყველებს ვაქცინის არაეფექტურობაზე.

გეგმის თანახმად, მასიური ვაქცინაცია დაგეგმილი გვაქვს ზაფხულის ბოლოდან. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე 60% აიცრება.

ჯერჯერობით შორს ვართ ვაქცინირებულთა ამ 60%-იანი მაჩვენებლისგან, დღის განმავლობაში იცრება დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი. ყველა ის ვაქცინა, რისი მიღების მოლოდინიც გვაქვს აგვისტო სექტემბერში რომ გაკეთდეს, დაახლოებით დღეში უნდა ჩატარდეს 15-17 ათასი აცრა. ამიტომ ვმუშაობთ, რომ დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები შეიქმნას.

ივლისის დასაწყისში გარკვეული სახის რაოდენობის ვაქცინას ველოდებით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ნოვოვაქსის“ ვაქცინასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის პროცედურულად“-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5 221 ადამიანმა გაიკეთა.

2 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 149 191 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 33 718 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ, თუ თქვენს გარშემო ყველა აცრილია“ - პაატა იმნაძე

✅„ორჯერადად აცრილებიც შესაძლოა, ინფიცირდნენ“ - ამირან გამყრელიძე

✅საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა