მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არ იქნება ბოლო პანდემია“- ჯანმოს დირექტორი

ტედროს ადამოს გებრეიესუსი ტრამპის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ტრამპს პასუხობს.
1621613147
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემია ბოლო პანდემია არ იქნება. მან ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„ეს არ იქნება ბოლო პანდემია. შეიძლება ზოგიერთი პანდემიის პრევენცია შევძლოთ, მაგრამ ყველას ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვეული საქმიანობა ჩვეულ შედეგს გამოიღებს: სამყარო, რომელიც არ არის უსაფრთხო, მოუმზადებელი და უსამართლოა“- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

👉მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 165 მლნ-ს (165,866,568) აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

👉ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 146 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 მლნ-ს აღემატება (3,445,199).

იხილეთ აგრეთვე:

✅„პანდემიის მეორე წელი გაცილებით მომაკვდინებელი შეიძლება იყოს“- ტედროს ადანომ გებრეიესუსი

✅რატომ არის რთული კორონავირუსის მედიკამენტებით მკურნალობა? - BBC