მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი „არ არის მზად“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს მიაწოდოს - Deutsche Welle

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი Pia.ge
1616402054
COVID-19

„მიუხედავად ადრეული დაპირებისა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ გადაეცემა განვითარებად ქვეყნებს, რადგან ჩვენ თვითონ ვებრძვით პანდემიას და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენ გვჭირდება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება დიდმა ბრიტანეთმა „კონტრპროდუქტიულად“ შეაფასა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ვერ გადასცემს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სხვა ქვეყნებს, სანამ ევროკავშირში ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით სიტუაცია არ გაუმჯობესდება:

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ექცევიან Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად“, - განაცხადა მან.

Deutsche Welle-ს ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაიწყო და საზოგადოებას კვლავ შეზღუდვებით მოუწევს ცხოვრება, ევროკავშირის დაპირებების აშკარა შეცვლაზე მიანიშნებს.

„2020 წლის გაზაფხულზე ურსულა ფონ დერ ლაიენი აქტიურად უჭერდა მხარს მსოფლიოში ადამიანების ვაქცინაციას. თუმცა, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უმეტესობა კვლავ მდიდარ ქვეყნებს გადაეცემა.

ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის Covax ინიციატივის მხარდაჭერას, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

აღნიშნულ ინიციატივაში ევროკავშირმა 2,2, მილიარდი ევროს (2, 6 მილიარდი დოლარი) ინვესტიცია მოახდინა. Covax-მა ვაქცინის 30 მილიონი დოზა უკვე 52 ქვეყანას გადასცა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენის 20 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ევროკავშირში ვაქცინის მწარმოებლებმა თებერვლის დასაწყისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 41 მილიონი დოზა 33 ქვეყანას გადასცეს, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რეგიონია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტის მხრივ.

„არ შემიძლია ავუხსნა ევროპელებს, თუ რატომ ხდება ვაქცინის მილიონობით დოზის ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებიც თავად აწარმოებენ ვაქცინებს და უკან არაფერს გვიბრუნებენ“, - აღნიშნა მან.

ევროკავშირმა სპეციალური მექანიზმები შექმნა ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვის მიზნით. ვაქცინის მწარმოებლებმა, რომლებმაც ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან კონტრაქტი გააფორმეს, უნდა განაცხადონ, აპირებენ თუ არა ვაქცინის გაყიდვას ევროკავშირის ქვეყნებს გარეთ.

ევროკავშირი ყურადღებას უმეტესად დიდ ბრიტანეთზე ამახვილებს, სადაც ვაქცინაციის კამპანია გაცილებით ჩქარი ტემპებით მიმდინარეობს.

თუკი ევროკავშირი პირველ რიგში არ მიიღებს მიწოდებასთან დაკავშირებით დაპირებებს, ევროკომისიის პრეზიდენტი ასტრაზენეკას Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპორტის შეჩერებით იმუქრება.

„დაგეგმილი ექსპორტის აკრძალვის შესაძლებლობა გვაქვს. მესიჯი ასტრაზენეკას: თავდაპირველად ასრულებთ თქვენს დანაპირებს ევროპასთან, ხოლო სხვა ქვეყნებს ვაქცინის დოზებს ამის შემდეგ მიაწოდებთ“, - აღნიშნა ფონ რედ ლაიენმა და დასძინა, რომ ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანიისგან 90 მილიონი დოზა ვაქცინის მხოლოდ 30%-ის მიწოდება მოხდა, რაც წლის პირველი კვარტალის დაპირება იყო.

მუქარაზე საპასუხოდ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 21 მარტს განაცხადა, რომ „მსოფლიო თვალს ადევნებს“, თუ როგორ რეაგირებს ევროკავშირი AstraZeneca-ს მიწოდების ნაკლებობაზე:

„ვაქცინის ექსპორტის შემცირება კონტრპოდუქტიულია, რადგან ერთადერთი, რაც ვიცით ვაქცინის წარმოებაზე - ეს თანამშრომლობაა,“ - აღნიშნა მან.

„ევროკავშირის რეპუტაციის შელახვით, რისი გამოსწორებაც მათ უახლოეს პერიოდში გაუჭირდებათ, ისინი (ევროკავშირი) არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს შეუმცირებენ შანსებს ვაქცინაციის სათანადო პროგრამის მისაღებად, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასაც მსოფლიოში,“ - განმარტა ბენ უოლესმა.

ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთი საკუთარი საექსპორტო პროდუქციის ფაქტობრივ აკრძალვაში დაადანაშაულა. დიდ ბრიტანეთში ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქვეყანას იმპორტირებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რადგან ეს პროცესი მწარმოებლებთან რთულ სამართლებრივ შეთანხმებებს საჭიროებს.

იმავდროულად, ევროკავშირს ექსპორტირებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 8 მილიონი დოზა დიდ ბრიტანეთში - წერს გერმანული გამოცემა.