მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ვაქცინის მოწოდება

თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს
1614674193
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე კვლავ განამტკიცებს აზრს, რომ საქართველოს ვაქცინა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოეწოდა.

„სამწუხაროდ, საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა მოწოდება. ყველა ქვეყანასთან, რომელიც არის მწარმოებელი, მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები,“ - აცხადებს იგი.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ რაიმე პირობა ვერ შეასრულა, სიცრუეა.

„თითქოს საქართველომ რაღაც ვერ შეასრულა, სინამდვილეს არ შეესაბამება,“ - აცხადებს გამყრელიძე.

მისი განმარტებით, საქართველომ სამივე წაყენებული პირობა დაუყოვნებლივ შეასრულა.

„სანამ „ფაიზერის“ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მათ წამოაყენეს 3 პირობა, რაც საქართველომ დაუყოვნებლივ შეასრულა.

შემდგომ კი, იმის გამო, რომ „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ვერ შეასრულეს ევროკავშირთან ვალდებულებები, გარკვეული დოზები მათ მიმართეს ევროკავშირისკენ და კოვაქსზე, ნაცვლად 1.200.000-სა, საიდანაც უნდა მიეღო ქვეყნებს ეს დოზები, განთავსდა შედარებით მცირე რაოდენობა,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე იხილეთ:

„კოვაქს“ პლატფორმამ ამერიკული ვაქცინა NOVAVAX შემოგვთავაზა“ - ამირან გამყრელიძე

„უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად“ - თამარ გაბუნია