მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვაქს“ პლატფორმამ ამერიკული ვაქცინა NOVAVAX შემოგვთავაზა“ - ამირან გამყრელიძე

ncdc-ის დირექტორი
1614673620
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კიდევ ერთი, ამერიკული წარმოების NOVAVAX ვაქცინის შემოტანის საკითხი განიხილება, რომლის შესახებაც შეთავაზება ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღო. 

„ვიცი ის, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან მივიღეთ შემოთავაზება, რომ Astrazeneca-ს გარდა, მივიღოთ მეორე პერსპექტიული, ამერიკული ვაქცინა NOVAVAX, რომელიც 2 თვის შემდეგ განთავსდება პლატფორმაზე და გვეკითხებიან, მზად არის თუ არა საქართველო მის მისაღებად. გარდა აღნიშნული პლატფორმისა, ჩვენ NOVAVAX-თან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკებები დამატებითი დოზების მიღებაზე და ჩვენ ამ ვაქცინას მივიღებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით „კოვაქს“ პლატფორმასთან მოლაპარაკებები გრძელდება და დაპირებულ 29 000 დოზას საქართველო მალე მიიღებს.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებას პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები უნდა აწარმოებდნენ“ - გიორგი ფხაკაძე

„მარტო ჩვენ არ ვართ ასე, რადგან ყველაზე ცუდ დღეში საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ“ - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

აშშ-ში Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს