მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც შეიძლება იზოლირებულად, სახლში და ხალხმრავალი ადგილებისგან მოშორებით გაატარეთ ეს ზაფხული“- კულუმბეგოვი

ექიმი-იმუნოლოგი
1626765113
COVID-19

„რაც შეიძლება იზოლირებულად, თქვენს საკუთარ სახლში და ხალხმრავალ ადგილებისგან მოშორებით გაატარეთ ეს ზაფხული, თუ გვინდა, რომ ეს ნაკლები ნერვიულობის ფასად დაგვიჯდეს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ინდური, ე.წ. დელტა შტამის გავრცელების პირობებში, გამარტივებულია ინფიცირების გზები.

„ვირუსით დასნებოვნების გზები არის უფრო გამარტივებული. მშობლებს მინდა ვთხოვო, რომ იქ, სადაც ბავშვების გაკონტროლება შეუძლებელია, ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, დისტანციის დაცვის, ბანაკებისა და შეკრებების ტიპის ღონისძიებებზე აბსოლუტურად უარი უნდა ითქვას. წელს ჩვენ ამის ფუფუნების საშუალება ვერ გვექნება“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

როგორც მან განმარტა, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელი იქნება, ახალი შტამი ქვეყანას ნაკლებად დააზარალებს.

„არაფერი განსაკუთრებული არ არის. თუ ჩვენ შემოდგომამდე ვაქცინაციის კარგ დონეს მივაღწევთ, ეს დელტა შტამი დიდად დამაზიანებელი არ იქნება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 390 945-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“ - გიორგი ფხაკაძე

👉 „თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, დღეში სიკვდილიანობა არა 20, არამედ ერთი ან ორი იქნება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის