მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გრიპისა და კორონავირუსის შემთხვევაში ლეტალობის რისკი მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1634726340
COVID-19

„თუ ადამიანი კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად ინფიცირდა, ლეტალობის რისკი გაცილებით უფრო მაღალია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„შარშან გრიპის შემთხვევის ორად ორი შემთხვევა დაფიქსირდა. წელს კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება და ამას ხელს შეუწყობს რეგულაციების შემსუბუქება. გრიპის შემაკავებელი პირბადე ნამდვილად იყო. შარშანდელი პაუზა გრიპის ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ძალიან ცოტა ნაწილს აქვს გრიპის მიმართ იმუნიტეტი. გრიპისგან განსხვავებით კორონავირუსს სეზონი არ გააჩნია და ტვინდემიის საშიშროების პერიოდი მომდევნო 4-5 თვე გვაქვს.

რისკი იმისა, რომ გრიპის შემთხვევები შარშანდელთან შედარებით იყოს უფრო მეტი, რეალურია. თუ რომელიმე ადამიანს გრიპი და კორონავირუსი ერთდროულად აქვს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობის სიმძიმე და ჰოსპიტალიზაციის რისკი უფრო მეტად მაღალია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ გრიპის და კორონავირუსის თვისებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკური ნიშნების საფუძველზე განსხვავება ძალიან რთული იქნება.

„ბავშვები გრიპის დროს უფრო მეტად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ვიდრე მოზრდილები, ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში ის რთულად მიმდინარეობს. საწოლების გარკვეულ რაოდენობას გრიპით ინფიცირებული პაციენტები დაიკავებენ და სწორედ ეს არის ის წნეხი, რასაც მიიღებს ჰოსპიტალური სექტორი და ამ მხრივ საშიშროება რეალურია.

ძალიან რთული იქნება კლინიკური ნიშნების საფუძველზე კორონავირუსისა და გრიპის განსხვავება. ივნისი, ივლისი, აგვისტოს პერიოდში ეს მარტივი იყო. ყველა მიმდინარე შემთხვევა: ყელის ტკივილი, ხველება, ტემპერატურა, თავის ტკივილი პირდაპირ იყო განხილული, როგორც კორონავირუსი, ვინაიდან ამ პერიოდში გრიპი არ ცირკულირებდა.

გრიპის დროს, ნაწლავთა მოქმედების გახშირება და მუცლის ტკივილი იშვიათია, კორონავირუსისთვის კი ერთ-ერთი დამახასიათებელია. კორონავირუსს ახასიათებს გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა, გრიპის დროს ეს ტიპური არ არის. კორონავირუსს ახასიათებს სუნთქვის გაძნელება და აქედან გამომდინარე ფილტვებზე ზემოქმედება დაავადების დასაწყისშივე ვლინდება, გრიპის დროს მხოლოდ მოგვიანებით. ის რაც ძირითადია, გრიპს და კორონავირუსს ორივეს ერთად ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სახსრების ტკივილი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, ზუსტი დიაგნოზი, იმის დადგენა, რას ვუმკურნალოთ. რადგან მკურნალობის მეთოდი ამ დროს სრულად განსხვავებულია. გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი გვაქვს, რომელსაც ვერ დავნიშნავთ კორონავირუსის შემთხვევაში“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, დელტა შტამმა ბავშვებში იმატა და ინფიცირებულთა ასაკი გააახალგაზრდავა.

დელტა შტამი უფრო მეტია ბავშვებში. საშუალო ასაკი ინფიცირებულების დელტა ვარიანტმა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის უკან დგას - უფრო მეტი ინფიცირება, საავადმყოფოში მოხვედრა და რაც ყველაზე ცუდია - ლეტალობა. თუ ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა, კორონავირუსის პანდემია გაგრძელდება კიდევ უფრო დიდხანს“, - დასძენს იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები