მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ჩინეთის მხრიდან უსასყიდლოდ გადაეცემა“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე
1617624412
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იმ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველო ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღებს. 

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 16 200 მოქალაქეა ვაქცინირებული, ხოლო 19000 ადამიანს ჯავშანი აქვს გაკეთებული.

„ის ვაქცინა, რომელიც საქართველოს უსასყიდლოდ გადაეცემა მისი ავტორიზაციის პროცესი ასევე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე მისი დაყოვნება შედარებით ხანგრძლივი შეიძლება იყოს, თუმცა ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია საბჭოს მხრიდან.

ამ ეტაპისთვის აქტივობა ნამდვილად არის გაზრდილი, დღესდღეობით გვაქვს მაჩვენებელი, რომ დღის ჭრილში 1000-1200 მოქალაქე მიმართავს ვაქცინაციის პროცესს და ამ მომენტისთვის 16200 მოქალაქეა ვაქცინირებული, 19000 ჯავშანი გვაქვს. გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ ვცრით რიკს-ჯგუფებს, შესაძლებელია დაემატოს ქრონიკული დაავადებების ჯგუფი“, - აღნიშნა ტიკარაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სინოფარმის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ქვეყანა ჩინეთის მთავრობისგან, ასევე, ელოდება „სინოვაკის“ ვაქცინას, მას ქვეყანა უსასყიდლოდ მიიღებს.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.

საქართველოში 5 აპრილის მდგომარეობით კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 284 061-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3822 პაციენტი, ხოლო 275 024 გამოჯანმრთელდა.

იხილეთ აგრეთვე:

„ჩინური ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია“- ლი იენი