მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია“ - ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი
1622547953
COVID-19

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის ნანა გეგეჭკორის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან.

გეგეჭკორის თქმით, ის, რომ აცრილ პირს კოვიდ 19-ი დაუდასტურდა ნორმალურია.

„ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური - მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს.

მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია, რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია.

ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთდროულად იყო მართვით სუნთქვაზე“, - წერს გეგეჭკორი ფეისბუკის პირად გვერდზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად“ - ივანე ჩხაიძე

🔴 დაფიქსირდა თუ არა ბავშვებში რეინფიცირება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

🔴 „ზღვაში თუ ბანაობთ, პირბადეს ალბათ, არავინ მოგთხოვთ“ - გამყრელიძე

🔴 კოვიდპასპორტები საქართველოში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება - გაბუნია