მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისტორია კოვიდ ვირუსის ირგვლივ ახალ ეტაპზე გადადის“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1629019405
COVID-19

„ისტორია კოვიდ ვირუსის ირგვლივ ახალ ეტაპზე გადადის“ - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს.

„ეს მოხდა მას შემდეგ რაც დანიელმა მეცნიერმა პიტერ ბენ ემბარეკმა, რომელი ჯანმოს მიერ უხანში ჩატარებული საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი იყო, გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმში მოულოდნელად განაცხადა, რომ უხანის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და არა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომელი, რომელიც იყო ინფიცირებული ღამურების კორონავირუსის ნიმუშების შეგროვებისას, შეიძლება იყოს სავარაუდო ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ როგორ გადავიდა ვირუსი ღამურებიდან ადამიანზე.

მან ინტერვიუში შემდეგ რამ განაცხადა:

„თანამშრომელი, რომელიც დაინფიცირდა ნიმუშების შეგროვებისას არის ერთ–ერთი სავარაუდო ჰიპოთეზა, საიდან დაიწყო ეს პანდემია. ეს არის ადგილი, სადაც ვირუსი პირდაპირ ღამურიდან გადადის ადამიანზე. ამ შემთხვევაში, ეს არის ლაბორატორიის თანამშრომელი და არა შემთხვევითი პიროვნება ბაზრიდან, რომელსაც რეგულარული კონტაქტი აქვს ღამურებთან. ასე რომ, ეს ლაბორატორიის თანამშრომელი შედის რეალურად სავარაუდო კატეგორიაშია.

ჯანმოს მისიის დასრულებამდე 48 საათით ადრე, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა შეთანხმება ჩინეთთან, რომ ვისაუბრებდით ანგარიშის ლაბორატორიულ ნაწილზე, ასე რომ, ბოლომდე იყო განხილული, უნდა შედიოდეს თუ არა.

ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ლაბორატორიული წიგნების ან დოკუმენტების დათვალიერებისა. ჩვენ მივიღეთ მხოლოდ პრეზენტაცია, შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ და დავსვით კითხვები, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაგრამ ჩვენ საერთოდ ვერ ვნახეთ ვერანაირი ოფიციალური დოკუმენტი.

მათი ბოლო პუბლიკაცია ღამურებთან მუშაობის შესახებ იყო 2013 წლიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ ისინი არ მუშაობენ ღამურებთან. რამდენადაც ჩვენ გვესმის, ისინი ძირითადად პარაზიტებთან მუშაობენ და არა იმდენად ვირუსებზე, ამიტომ მუშაობდნენ ღამურების პარაზიტებზე“.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ 2019 წლის 2 დეკემბერს უხანის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორია სხვა ადგილას გადაიტანეს... ასეთი დიდი ლაბორატორიების გადატანა კი უბრალო და ადვილად ჩასატარებელი პროცედურა არ არის.....გადატანის დროს ვენტილაცია არ მუშაობს და ზოგჯერ თანამშრომლებიც პირბადეებს არ ატარებენ...

ჩვენ ვუთხარით ჩინელებს: „მოგვისმინეთ ახლა. ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ანგარიში. ის არ იქნება დამტკიცებული ან მიღებული, როგორც გონივრული, სანდო მოხსენება ”და [ჩინელმა ჩინოვნიკმა] ეს დაინახა, მაგრამ მან ასევე მითხრა, რომ მათთვის ძნელია ლაბორატორიის შესახებ დისკუსიის მიღება.

როგორც ემბარეკმა განმარტა: „ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ შესაძლოა ადამიანური შეცდომა იმალება ამგვარი ინციდენტის უკან და მათ არ სურთ ამის აღიარება. ნაწილობრივ არსებობს ტრადიციული აზიური განცდა, რომ სახე არ უნდა დაკარგო, შემდეგ კი მთელი სისტემა ასევე დიდ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შენ ხარ უშეცდომო და რომ ყველაფერი უნდა იყოს სრულყოფილი. ეს ასევე შეიძლება იყოს ის, რომ ვინმეს სურს რაღაცის დამალვა. ვინ იცის?“ - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი“

👉 „ვირუსი ძალიან მწვავედ, გართულებებით მიმდინარეობს“

👉 „500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე“