მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იცავს თუ არა ვაქცინის მესამე დოზა ახალი შტამებისგან? - Deutche Welle

მესამე დოზა ახალი შტამებისგან არ იცავს
1631098952
COVID-19

კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენის და ვაქცინაციის ეფექტიანობის შემცირების გამო ბევრ ქვეყანაში ვაქცინის მესამე, ბუსტერული დოზის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.

ამასთანავე, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დროებით მაინც, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ბევრ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა კვლავ იზრდება. დელტა შტამის გარდა, ფართოდ გავრცელდა ასევე ლამბდა და მიუ შტამები. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა - საჭიროა თუ არა იმუნური სისტემის გაძლიერება ვაქცინის მესამე დოზით?

სრული ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირება მაღალი არ არის, მაგრამ ამ პირთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, 48 მილიონიან გერმანიაში ორჯერ აცრილებს შორის ინფიცირების 13 360 შემთხვევა დაფიქსირდა.

აშშ-ის და ისრაელის ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში რევაქცინაცია ჩატარდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში პაციენტი სრულად აცრილად ჩაითვლება.

ამასთანავე, სხვა ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ მესამე დოზა მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს სჭირდებათ, როგორებიც არიან მოხუცი ადამიანები.

გერმანიაში რევაქცინაციის შესახებ ჯერჯერობით ერთიანი რეკომენდაცია არ გაცემულა.

ამასთანავე ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოხუცებს მესამე დოზის გაკეთებას სთავაზობენ, ორჯერ ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ. ფაიზერის მესამე დოზის მიღება იმათაც შეუძლიათ, ვინც ასტრაზენეკას, ან ჯონსონი&ჯონსონის ვაქცინით არის აცრილი. კვლევებმა დაადასტურეს, რომ სხვადასხვა ვაქცინით აცრილებს უკეთესი იმუნიტეტი ექმნებათ, ვიდრე მხოლოდ ერთი პრეპარატით აცრის შემთხევვაში.

რაში მდგომარეობს მესამე აცრის მიზანი?

ე.წ. ბუსტერული ეფექტი უკვე მეორე დოზის შემდეგ იქმნება. ინფექციასთან განმეორებითი კონტაქტის შემთხვევაში იმუნური რეაქცია უფრო სწრაფი და ძლიერია. იმუნიტეტს მეხსიერების T უჯრედები რთავენ, ამის შედეგად ორგანიზმი პათოგენს მალე ამოიცნობს და მას ანადგურებს. ეს პირველი ვაქცინის შემდეგაც ხდება, მაგრამ თუ ადამიანს სუსტი იმუნიტეტი აქვს, მაშინ მას ვაქცინის მესამე დოზა სჭირდება.

ფაიზერის ვაქცინის მწარმოებლებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ 6 თვის შემდეგ დამცავი ეფექტი მცირდება, და ამის შემდეგ მესამე დოზის გაკეთება ხდება აუცილებელი, რათა ორგანიზმი ყველა შტამისგან დაცული იყოს.

ამასთანავე, თუ განვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაციის დონე საკმაოდ მაღალია, აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილია აცრილი. ამიტომ ჯანმო მოუწოდებს რევაქცინაციაზე უარი თქვან, თუნდაც იქამდე, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის 10% მაინც არ იქნება ვაქცინირებული. ჯანმოს დირექტორი ტედროს გებრეისუსი მოუწოდებს მდიდარ ქვეყნებს, რომ მესამე დოზის გაკეთებისგან მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე თავი შეიკავონ და ეს ღარიბ ქვეყნებთან სოლიდარობა იქნებოდა.

თუმცა გებრეისუსის ეს განცხადება უფრო მოწოდებაა და მისი შესრულება, ბუნებრივია, სავალდებულო არ არის.

თანაბარი ვაქცინაცია მხოლოდ სამართლიანობის საქმე არ არის. ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის არარსებობის გამო იქ კორონავირუსის ახალი შტამები იქმნება, რაც შემდეგ შეიძლება მდიდარი ქვეყენებისთვისაც პრობლემა გახდეს. ჯანმოს ცნობით, რაც უფრო დიდხანს ცირკულირებს კორონავირუსი აუცრელ მოსახლეობაში, მით მეტია ვირუსის მუტაციის ალბათობა: ლამბდა შტამი ლათინურ ამერიკაში გაჩნდა, ხოლო მიუ ვარიანტი სათავეს კოლუმბიაში იღებს.

იქნება თუ არა კიდევ ახალი შტამები?

ერთ-ერთი ბოლო დაფიქსირებული შტამი არის მიუ შტამი (µ), რომელიც, ჯანმოს ცნობით, არის „ვარიანტი, რომელზეც დაკვირვება მიმდინარეობს“. მასში არსებული მუტაციები, შესაძლოა, ვაქცინების მიმართ რეზისტენტული იყოს.

რაც შეეხება С.1.2 შტამს, მისთვის ძალზე ბევრი მუტაციაა დამახასიათებელი, წელიწადში ის მუტაციას 41-ჯერ განიცდის. ამის გამო შეიძლება „გაქცეული მუტაციები“ გაჩნდეს, რომლის მიმართ დღეს არსებული ვაქცინები არაეფექტიანი იქნება.

შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის დონე ამაღლდეს არა მარტო მდიდარ, არამედ ღარიბ ქვეყნებში. სამხრეთ აფრიკის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის პროფესორმა პენი მურმა განაცხადა, რომ ახალი შატმების გაჩენის მთავარი მიზეზი სწორედ ვაქცინაციის დაბალი დონეა. შტამები მხოლოდ ინფიცირებულ ადამიანებში იქმნება, შესაბამისად, მათი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის ვაქცინაცია.

🛑 კუბაში ორი წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

🛑 „ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ“ - გიორგი ფხაკაძე

🛑 რატომ არის კარგი გახანგრძლივებული ინტერვალი „ფაიზერის“ ორ დოზას შორის? - თამარ ჟამურაშვილის განმარტება