მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე ჩხაიძე: თბილისი იქნება უსაფრთხო და ისე მოგვიწევს ჩვენი რეგიონების განხილვა, როგორც ახლა ინდოეთს განვიხილავთ

ივანე ჩხაიძე
1619688807
COVID-19

„საქართველოს მოსახლეობის 1% უკვე არის ვაქცინით აცრილი. პირველად გადავცდით გუშინ 1%-იან ზღვარს“,- ეს განცხადება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ივანე ჩხაიძის თქმით, გუშინ ვაქცინაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი (1706) დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, ვაქცინაციის სტატისტიკა მზარდია, თუმცა, ამ მხრივ, საქართველოს რეგიონებში უთანასწორო მდგომარეობაა, რაც სამომავლოდ, პრობლემებს შექმნის.

„გუშინ რეკორდული რაოდენობის ვაქცინაციის დღე იყო, ბოლო 5 დღის განმავლობაში ტენდენცია მზარდია და იმ ჯავშნების გათვალისწინებით, რაც დღეს არის, შეიძლება ითქვას, რომ 4 მაისიდან ეს რიცხვი მინიმუმ გაორმაგდება.

კატასტროფული მდგომარეობაა რეგიონებში, თბილისზე მოდის აცრილი ადამიანების 73%, 9% აჭარაზე, 9% იმერეთზე, 4% შიდა ქართლზე, 2 % ქვემო ქართლზე. ყველა დანარჩენი კი 1%-ზე ქვემოთაა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, გამოდის, რომ დედაქალაქი იქნება უსაფრთხო და ისე მოგვიწევს ჩვენი რეგიონების განხილვა, როგორც ახლა ვიხილავთ ინდოეთს“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 767 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე კი 64,176-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, მათმა უმეტესობამ უპირატესობა „ფაიზერის“ ვაქცინას მიანიჭა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1433 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1160 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე იხილეთ:

💉ივანე ჩხაიძე: არ ველოდებით ჯანმოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ