მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 767 ადამიანი აიცრა

აცრა
1619680845
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 767-მა ადამიანმა გაიკეთა.

29 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 43 568 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად აცრილია 4 397 ადამიანი, ხოლო ერთი დოზით აცრილია 37 404.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე 64,176-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, მათმა უმეტესობამ უპირატესობა „ფაიზერის“ ვაქცინას მიანიჭა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია COVID 19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც აქვთ. მათ 3 ვაქცინის დაფიქსირება შეუძლიათ.

პორტალზე დარეგისტრირებული 64,176 ადამიანიდან 60 934-მა ხმა „ფაიზერის“ ვაქცინას მისცა, მეორე ადგილზეა „მოდერნა“ (28 589), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“ (12 518), „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ (8 120), „ნოვავაქსი“ (5 505), ბოლო ადგილს კი ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი“ (4 155) და „სინოვაკი“ (794) იკავებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1433 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1160 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 308834-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 289976 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური 4,94%, ბოლო 14 დღის - 4,54%, ბოლო 7 დღის - 4,72%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“ - ლევან რატიანი

✔️ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა

✔️„სინოფარმის ვაქცინა ყველაზე ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს“- ივანე ჩხაიძე