მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა

სინოფარმის ვაქცინა
1619170862
COVID-19

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ექსპერტები 26 აპრილს განიხილავენ ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოყენების საკითხს. 3 მაისს კი „სინოვაკის“ გამოყენების შესაძლებლობის განხილვა იგეგმება.

27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება. ვაქცინაციის დაწყება კი 4 მაისიდან არის დაანონსებული.

აგრეთვე იხილეთ:

📌„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება - გამყრელიძე